გეოგრაფიული აღმოჩენები და პოლიტიკური რუკა

Thursday, April 2, 2015

გეოგრაფია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV ს. - XVII ს.)[რედაქტირება] მთავარი სტატია : დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები.


ქრისტეფორე კოლუმბი

ვასკო და გამა

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაახლოებით ორ საუკუნეს გაგრძელდა. ყველაფერი ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობით დაიწყო და გაგრძელდა XIX საუკუნის დასასრულამდე. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იყო. ამ პერიოდში დაზუსტდა დასახლებული კონტინენტების მოხაზულობა, გამოკვლეულ იქნა ხმელეთის ზედაპირის დიდი ნაწილი. მან ახალი მასალა მისცა ცოდნის სხვა დარგებსაც (მაგ.:ეთნოგრაფიას ან ბოტანიკას). ექსპედიციების გაგზავნის ზოგადი მიზეზები იყო : სასაქონლო წარმოების ზრდა ევროპულ ქვეყნებში; ძვირფასი ლითონების ნაკლებობა და ამით გამოწვეული ახალი მიწების ძიება ოქრო-ვერცხლის, სანელებლების, სპილოს ძვლის (ტროპიკებში), ძვირფასი ბეწვეულის, მორჟის ეშვების (ჩრდილოეთ ქვეყნებში) მოსახვეჭად.

ამ პერიოდში გეოგრაფიული აზრი თანდათან თავისუფლდებოდა საეკლესიო დოგმებისაგან. აღორძინდა დედამიწის სფერულობის იდეა და მასთან ერთად პტოლემეს კონცეფცია ევროპის დასავლეთ და აზიის აღმოსავლეთ სანაპიროების სიახლოვის შესახებ.

XV საუკუნის გეოგრაფიული თხზულებიდან აღსანიშნავია ენეა სილვიო დე პიკოლომინის (პიუს II) ”კომენტარები” და წერილები. განიხილავს დედამიწის ფორმას, ასავე საუბრობს კლიმატურ სარტყლებსა და მათ თავისებურებაზე, აგრეთვე აღნიშნავს დედამიწის დანაწილებაზე ქვეყნის ნაწილებად და ამასთანავე განიხილავს ევროპასა და აზიას. აღწერა მთის ქედები და მდინარეები.

უპირველესად აღსანიშნავია ქრისტეფორე კოლუმბის (1451-1506 წწ) დიდებული მოგზაურობა, რითაც ყოველივე ამერიკის (1492) აღმოჩენით დამთავრდა. ამერიკის გახსნას მოჰყვა მსოფლიო ეკონომიკური, ეთნოგრაფიული, პოლიტიკური და სამეცნიერო რეზონანსი. მთლიანობაში კოლუმბმა ამერიკის მიმართულებით განახორციელა ოთხი მოგზაურობა:
პირველი მოგზაურობა (3 აგვისტო 1492 - 15 მარტი 1493)
მეორე მოგზაურობა (25 სექტემბერი 1493 - 11 ივნისი 1495)
მესამე მოგზაურობა (30 მაისი 1498 - 25 ნოემბერი 1500)
მეოთხე მოგზაურობა (9 მაისი 1502 - ნოემბერი 1504 )

მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ვასკო და გამას მოგზაურობა. ვასკო და გამა იყო პირველი ევროპელი რომელმაც ზღვაოსნური მიმოსვლა განახორციელა ევროპიდან ინდოეთის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე ფერნანდო მაგელანის (1480-1521) დიადი მოგზაურობა დედამიწის გარშემო. საყურადღებოა ასევე ალბუკერკეს, ჯეიმზ კუკის ზღვაოსნური მარშრუტები.

ნიშანდობლივია რომ, ამ პერიოდში ფართოდ განვითარდა კარტოგრაფიული ხელოვნებაც. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა

ვასკო და გამას გასვლა ინდოეთში

რუკები, ხოლო XVI საუკუნიდან - ატლასები. გაჩნდა ცალკეული ქვეყნების დაწვრილებითი აღწერილობანი, რომლებშიც ყურადღება გამახვილებული იყო ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე. XVI-XVII სს. ზოგად დედამიწისმცოდნეობას გამოყენებითი ხასიათი მიეცა, იგი ძირითადად ნავიგაციის ინტერესებს ემსახურებოდა. ამ დროის უდიდესი გეოგრაფიული შრომაა ბერნჰარდ ვარენიუსის „Geographia Generalis“ (1650), რომელშიც შეჯამებულია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდის მეცნიერული ცოდნა, განხილულია დედამიწის ხმელეთის ზედაპირის, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს ძირითადი თავისებურებანი. ერთ-ერთი პირველი რუკა სადაც დაცული იყო გრადუსთა ბადე შეადგინა ცნობილმა გეოგრაფმა და ასტრონომმა - პაოლო ტოსკანელიმ (1397-1482). პაოლო ტოსკანელი თავგამოდებით იცავდა დედამიწის სფერულობის იდეას. ამასთანავე წამოაყენა დასავლეთის გზით ინდოეთამდე მიღწევის შესაძლებლობის იდეა. აღსანიშნავია რომ 1492 წელს მარტინ ბეჰაიმმა (1459—1507) გამოიგონა გლობუსი.
Read More

Tuesday, November 18, 2014

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები — ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის ათვლა ხდება XV საუკუნიდან და გრძელდება XVII საუკუნემდე. ამ პერიოდში ევროპელთა მიერ აღმოჩენილი იქნა მრავალი ახალი მიწა თუ ამა თუ იმ მიწის საზღვაო მარშრუტი. გამოკვლეული იქნა აფრიკა, ამერიკა, აზია და ოკეანეთი. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ დაიწყო ზღვის მარშრუტებით ალტერნატიული სავაჭრო გზების ძიება. ისტორიკოსები ამ პერიოდს აგრეთვე „აღმოჩენების ეპოქას“ უწოდებენ. ეს პერიოდი აგრეთვე ცნობილია ოქროს, ვერცხლისა და სანელებლებით ვაჭრობით.
აღმოჩენათა ეპოქა არის შუა საუკუნეთა და თანამედროვე ეპოქას შორის შორის ერთგვარი ხიდი, რენესანსული მოძრაობით, რომელმაც ადრეული თანამედროვე პერიოდის დადგომა გამოიწვია. ევროპის ექსპანსიას უცხო ქვეყნებში მოჰყვა კოლონიალურ იმპერიათა აღმოცენება. ამას ახლდა მცენარეთა, ცხოველთა, საკვების, ადამიანთა (მათ შორის, მონების), სხვადასხვა ინფექციებისა და კულტურების მიმოქცევა აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებს შორის. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ეკოლოგიის, აგრიკულტურისა და კულტურის ისტორიაში. ამით შესაძლებელი გახდა მსოფლიოში ახალი მსოფლმხედველობების ჩამოყალიბება, უცხო ცივილიზაციათა დაახლოება და ტერიტორიების დაყოფა.
Read More

© 2011 გეოგრაფიული აღმოჩენები და პოლიტიკური რუკა , AllRightsReserved | Designed by ScreenWritersArena

Distributed by: free blogger templates 3d free download blog templates xml | lifehacker best vpn best vpn hong kong